26 ნოემბრის ღამეს რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში უპილოტო საფრენი აპარატებით თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. შეუტიეს. ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს აწვდის.
ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხები Exilenova+ და Supernova+, ასევე რუსული გამოცემა ASTRA ავრცელებენ.
ASTRA-ს ცნობით, დრონების სამიზნე ქალაქის სამრეწველო ზონა გახდა, სადაც ქარხანა მდებარეობს, რომელიც რუსეთის საწარმოებს ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს.
ადგილობრივი მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სამრეწველო ზონაში დრონების შეტევისა და აფეთქებების შესახებ იუწყებოდა. აფეთქებები ასევე ისმოდა ნევინომისკის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა დაადასტურა, რომ დრონებით თავდასხმის სამიზნე ქალაქის სამრეწველო ზონა გახდა. თუმცა, მას კონკრეტული ობიექტების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, ნევინომისკში მდებარეობს ქიმიური საწარმო „ნევინომისკი აზოტი“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდის.
თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.