დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
არსებული ინფორმაციით, სხდომას არ დასწრებიან არც ზალიკო ბერგერი და არც ია ფარულავა.
პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელი ესწრებოდა.