გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.
ეს უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ თითოეულ მათგანს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს სონღულაშვილი.