"ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ფონიჭალაში, აფეთქები ადგილზე ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც ამ წუთებში მაშველები ნანგრევებში ეძებენ, კავშირზე არ არიან.
ოდიშარიას თქმით, აფეთქება იმდენად მასშტაბური და ძლიერი იყო, რომ კორპუსის ხუთი სართული ფაქტობრიად ჩამოწოლილია.
"ამბავი მოხდა 08:47 წუთზე. სამაშველო სამსახური პრაქტიკულად წუთებში გაჩნდა, იმდენად სწრაფადო, რომ მეხუთე სართულზე დამწვარი ადამიანის, რომელსაც 70% აქვს დამწვარი, მისი გამოყვანაც კი მოხერხდა და გადაყვანა ხეჩინაშვილის კლინიკაში. უწყვეტად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. იმდენად მძლავრი იყო აფეთქება, რომ სინკარები ამ ხუთი სართული ფაქტობრიად ჩამოწოლილია. მოლოდინში ვართ, რომ ღმერთი გადმოგვხედას, თუმცა ცალსახად, ვითარება რთულია. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი კავშირზე არ არიან. მიმდინარეობს სპეციალური მოსამზადებელი სამუშაოები სირთულიდან გამომდინარე, რომ ფაქიზად მოხდეს, ვინაიდან ვინარჩუნებთ იმედს, რომ მოხდება ადამიანებსი გადარჩენა და პოვნა. დაზარალებულების და ყველას გადაყვანაზე უკვე დაჭერილია თადარიგი. ყველა ადამიანის ევაკუაცია მოხდება და გადაყვანა სასტუმროში. ეს იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა", - განუცხადა ბექა ოდიშარიამ მედიას.