რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 19 ნოემბერს, ჩინეთში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო.
ამის შესახებ უშაკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, პუტინისა და ტრამპის საუბარი დაახლოებით 35-40 წუთს გაგრძელდა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი სამიტისთვის მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა.
„შეხვედრამ კარგად ჩაიარა. განვიხილეთ სამმხრივი სამიტისთვის მზადების საკითხები, ასევე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი. და, რა თქმა უნდა, უშუალოდ შევეხეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს“, - განაცხადა უშაკოვმა.
კითხვაზე, იყო თუ არა უკრაინის საკითხი შეხვედრის მთავარი თემა, პუტინის თანაშემწემ უპასუხა: „შეიძლება ითქვას, რომ დიახ“.
უშაკოვის თქმით, შეხვედრა სამმხრივი სამიტისთვის მოსამზადებელი იყო და არცერთ მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობის განცხადებები არ გაუკეთებია.
„ჩემი აზრით, არცერთ მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობის განცხადებები არ გაუკეთებია, რადგან ჩვენ ვემზადებით უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის, რომელიც სამმხრივ ფორმატში გაიმართება“, - დასძინა მან.