თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
"ტვ პირველის" ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ნანგრევებიდან დაშავებულებები გამოჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.