საქართველოს ნაკრები 2026/27 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ შეხვედრაში უკრაინელებმა ანგარიში 53-ე წამზე, ჩვენი გუნდის უხეში შეცდომის შედეგად გახსნეს. საჯარიმოსთან ახლოს ზურიკო დავითაშვილის გადაცემა დანილო სიკანმა ჩაჭრა და კარში ზუსტად დაარტყა.
90-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულითა, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა - არსებობის ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.