მეტრო "თავისუფლების მოედნის" სადგურზე ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.