არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია.
"როგორც იუწყებიან, უსმანი [ნურმაგომედოვი] დააკავეს, იმ მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო.
და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ხროვა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ.
ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია.
ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე ინტერვიუს აძლევდა, როცა უსმან ნურმაგომედოვი უკნიდან მიეპარა, თავდაპირველად ხელი დაარტყა, შემდეგ კი სასტუმროში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.