10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეები უახლოეს პერიოდში ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
ინფორმაციას „უკრაინსკაა პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგებიდან აღსანიშნავია ჩვენი დელეგაციის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი - მხარეებმა უახლოეს პერიოდში ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.
პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს.