24 წლის კაცი., რომელმაც 7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი მოკლა, 9 ნოემბერს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
„გაცნობებთ, რომ სროლაში ეჭვმიტანილი დღეს [9 ნოემბერს] დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.
შეიარაღებული 24 წლის კაცი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, საკუთარი მშობლები და 21 წლის და მოკლა. მათი ცხედრები პოლიციამ თავდამსხმელის სახლში, ქალაქ ოსტროვიეც-შვიენტოკშისკიში აღმოაჩინა.
ლა.