უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ძალისხმევის კოორდინაციის საკითხი განიხილა.
„აბუ-დაბიში შეხვედრის წინ ჩვენს ძალისხმევას ვათანხმებთ. პარტნიორებთან ერთად ძლიერი და შეთანხმებული პოზიციები გვჭირდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ომის დასრულებაა“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები რეალური უნდა იყოს, რუსეთს კი უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ომი მისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. მან ასევე აღნიშნა, რომ 8 ნოემბერს უკრაინის დელეგაციასთან მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს.
"სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. უსაფრთხოების გარანტიები რეალური უნდა იყოს. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ომის გაგრძელება მას ძვირად დაუჯდება და ამ ფასის გადახდა მხოლოდ აგრესორს მოუწევს.
მადლობა ფინეთს ურყევი და პრინციპული პოზიციისთვის! მადლობა ასევე სხვა პარტნიორებთან კომუნიკაციაში დახმარებისთვის.
ხვალ ჩვენს დელეგაციასთან მოსამზადებელ, შინაარსობრივ შეხვედრას გავმართავთ.
დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
როგორც ცნობილია, უკრაინასა და რუსეთს შორის, აშშ-ის შუამავლობით, სამუშაო დონეზე მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება.