პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, დაშავებული 12 ადამიანის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
დღეს, ავტომობილი კრაკოვის მთავარ მოედანზე შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველთა ჩვენებების თანახმად, თავდამსხმელს ჩაფხუტი ან ნიღაბი ეკეთა.
ცნობისთვის: 7 ნოემბერს კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე, სროლა მოხდა. ავტომობილის მძღოლი ქალაქის მთავარ მოედანზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი კრაკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას.