კრაკოვის ცენტრში სროლას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას სულ მცირე ხუთი ადამიანი ერმსხვერპლა.
პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად კიდევ 12 დაშავდა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი კრაკოვის მთავარ მოედანზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ის ავტომობილით გადაადგილდებოდა და შემთხვევით გამვლელებს ესროდა.
პოლიციელებთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მომხდარს პოლიცია იძიებს და შინაგან საქმეთა მინისტრისგან ინფორმაციას იღებს.
ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი და სხვა გარემოებები დაზუსტებული არ არის.