14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, მივმართეთ სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნებაა“ არაკონსტიტუციური თუ ეს პარტიები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში
„14 წელია, ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისად სასამართლო დაადგენს ამას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ 14 წლის განმავლობაშ რომ ამტკიცებდა, „ქართული ოცნება“ არის არაკონსტიტუციური, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, შეეძლოთ, 14 წელი ჰქონდათ მათ იმისთვის, მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. 30 დეპუტატი არის საჭირო მიმართვისთვის, თუკი იყო არაკონსტიტუციური, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ. პირიქით, ჩვენ ამის მყარი საფუძველი გვაქვს და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.