ძალიან კარგი დილა თენდება-რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში, რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმიანება სერბეთის არჩევნებში ალექსანდარ ვუჩიჩის დამარცხებას.
"პირველ რიგში ძალიან კარგი დილა თენდება-რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში.
რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა.
მისალოცი ამბავია სერბებისთვის და ევროპისთვის.
2020 წელს საპარლამენტო ბოიკოტის შედეგად ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებს მიღმა დარჩნენ სერბეთში. მოკლე დიატანციაზე ამან ვუჩიჩი გააძლიერა.
თუმცა, გასულ წლებში საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნა.
ამ მოძრაობამ მოიპოვა ვადამდელი არჩევნები და ვუჩიჩიც დაასრულა.
ივანიშვილოს რეჟიმმა აქედან ორი დასკვნა უნდა გამოიტანოს:
1. ავტოკრატია მუდამ თიხის ფეხზე დგას, როდის და რა ჩამოშლის, რთულად პროგნოზირებადია, ჩამოშლაა მხოლოდ გარანტირებული.
2. პარტიები შეიძლება აკრძალო-ხალხს ვერ აკრძალავ. დემოკრატიის აღდგენა კი, საბოლოოდ, მხოლოდ ხალხს შეუძლია.
მესამე დასკვნაც შეუძლიათ გამოიტანონ, რომელსაც ამერიკაში შუალედური არჩევნების შემდეგ გავუზიარებ, აუცილებლად", - წერს სამადშვილი.