ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო დაკარგული შემთხვევაა. ამბობენ: „შეეგუეთ ვითარებას, ვიყოთ რეალისტები“. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა. მან დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობები.
„ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო დაკარგული შემთხვევაა. ამბობენ: „შეეგუეთ ვითარებას, ვიყოთ რეალისტები“. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს. უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი დღეს მათთვისაც მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების უარყოფით, რუსეთი აირჩია. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს პუტინიზაცია განწირულია. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის.
სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები არ უნდა ელოდონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდება საქართველოს“,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“.