ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასშტაბურ თავდასხმებს გამოეხმაურა და მოსკოვი „ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიაში“ დაადანაშაულა.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის დრონებისა და რაკეტების შესაძენად 1.24 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.
„რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ატარებს. ის ცდილობს, მშვიდობიანად ცხოვრების მსურველი უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახადოს.
ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ევროპა მხარდაჭერას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ საკუთარი მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.