პარტიების აკრძალვის სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემა კავშირშია ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გადაიხდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფასს ,რაც კი ოდესმე გადაუხდიათ.
„პარტიების აკრძალვის სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა ერთი წლის განმავლობაში და ეს პირდაპირ არის კავშირში 12 ოქტომბერს ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გზავნილია – საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ და პირადად ივანიშვილმაც კარგად იციან, რომ პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის დასამარების გზაზე ყველაზე უკიდურესი ზომა. ამისათვის პერსონალურად ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გადაიხდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფასს ,რაც კი ოდესმე გადაუხდიათ“, – განაცხადა სიორიძემ.