13 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის დონეცკში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დრონების გაშვების ადგილს.
ამის შესახებ უკრაიმული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ჟელეზნი პორტისა და სკადოვსკის რაიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, ჩერნომორსკოესა და ოლენევკის რაიონებში, განადგურდა სახმელეთო რეტრანსლატორები, რომლებიც „გერანის“/„გერბერას“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების მართვისთვის გამოიყენებოდა. ოლენევკაში ასევე დაზიანდა რუსული ძალების ანტენების კომპლექსი.
გარდა ამისა, რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რევნოვის რაიონში, დაზიანდა სამიზნეების თანხლების რადიოლოკაციური სადგური.