ინდონეზიაში სამგზავრო გემი Virgo Transport 8 გადაბრუნდა. ბორტზე 243 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულია 6 ადამიანი, 129 კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გემი კუნძულ იავაზე მდებარე ქალაქ სურაბაიიდან სამხრეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ ბანჯარმასინში მიემართებოდა.
კვირა დილით, უამინდობის დროს, გემთან სანაპირო სამსახურებმა კავშირი დაკარგეს.
სამძებრო-სამაშველო სამსახურმა 107 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ექვსი ადამიანი დაიღუპა, 130 დაკარგულის ძებნა კი გრძელდება.
თავდაპირველად სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ გემი ჩაიძირა. მოგვიანებით ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა, დუდი პურვაგანდიმ, ვერტმფრენის ეკიპაჟის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გემი გადაბრუნდა, თუმცა არ ჩაძირულა.