ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი დღეს საკუთარ ქვეყნებს რუსეთთან ომისკენ უბიძგებს.
პუტინის განცხადებით, ევროპელი ელიტები საკუთარ მოსახლეობას მოსკოვის მხრიდან არარსებული საფრთხით აშინებენ, მაშინ როცა რუსეთს ევროპასთან კონფლიქტის არანაირი საფუძველი არ აქვს და ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის შედეგებით გადაწყდა.
„მათ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა სურთ? რისკენ უბიძგებენ ისინი ახლა საკუთარი ქვეყნების მოსახლეობას? რუსეთის ფედერაციასთან ომისკენ? ახლა ამბობენ, რომ ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს ომს რუსეთთან“, - განაცხადა პუტინმა.