ბრაზილიის პარანას შტატში მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ იპირანგასთან მოხდა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო, რომელიც ცარიელი იყო, საპირისპირო ზოლში გადავიდა და მიკროავტობუსს შეეჯახა. დაღუპულთა შორის 13 ქალი, 8 კაცი და ორი ბავშვია. მიკროავტობუსით სამედიცინო პერსონალი, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ.
დაშავებულთაგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტრაგედიის გამო პარანას შტატში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.