ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰოსამ ჰასანი, სასტუმროში მის ორ ცოლს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ Bild არაბულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
60 წლის მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარებამ ის გადაუდებელი დახმარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ჰასანის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც იუწყებიან, სასტუმროში ჰასანის ორ ცოლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ოჯახის სხვა წევრები და სასტუმროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ. ინციდენტს პოლიცია იძიებს.
ჰასანის პირველმა ცოლმა, ჰავაიდა ალ-გარბავიმ, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით მიმართა, თუმცა მოგვიანებით საჩივარი უკან გაიტანა.
ეგვიპტეში კანონით ნებადართულია ერთზე მეტი ცოლის ყოლა. ჰოსამ ჰასანი ჰავაიდაზე 1994 წელს დაქორწინდა, მეორე ცოლი კი 20 წლის შემდეგ მოიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს 1/16-ფინალში არგენტინასთან 2:3 წაგების შემდეგ გამოეთიშა.