უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და მისი ბელგიელი კოლეგა მაქსიმ პრევო კიევში გამოცხადებული საჰაერო განგაშის გამო იძულებული გახდნენ, მოლაპარაკებები თავშესაფარში გაემართათ.
შესაბამისი ვიდეო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, სიბიჰასა და პრევოს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მეექვსე საჰაერო განგაში იყო.
„იმ დროს, როდესაც რუსული დრონები უკრაინის დედაქალაქს უახლოვდებოდნენ, დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროს თავშესაფარში მოლაპარაკებებს მართავდნენ - ომის პირობებში დიპლომატიის მკაცრი რეალობა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ და მოვლენის ამსახველი ვიდეო გამოაქეყნა.