უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე, ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 10 დაშავდა. ამის შესახებ მან კვირა დილით Facebook-ზე დაწერა.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი კვირას დილით, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ მეზოკერესტეშთან ახლოს, გზიდან გადავარდა, თხრილში ჩავარდა და გადაბრუნდა. ავტობუსი ავტომაგისტრალზე ქალაქ ნირედჰაზისკენ მიემართებოდა, როდესაც ავარია მოხდა.
უნგრეთის მედიის ცნობით, ავტობუსში 57 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.
„პოლონეთში რეგისტრირებული ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნირედჰაზისკენ მიემართებოდა, როდესაც გზის სწორ მონაკვეთზე სავალი ნაწილიდან გადავიდა, თხრილში ჩავარდა და გადაბრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა“, - განაცხადეს პოლიციაში.