14 აგვისტოს და 15 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. დაზიანდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, დრონებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობები, ასევე ორი მართვის პუნქტი.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
ლუhანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ კრემინაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სტრელა-10“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დააზიანეს.
დარტყმა განხორციელდა დონეცკის ოლქის უგლედარში რუსული ძალების დრონების საწყობზე, ხოლო ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობზე.
ასევე დაზიანდა რუსული ძალების ორი მართვის პუნქტი - დონეცკის ოლქის სელიდოვოში და ზაპოროჟიეს ოლქის მიხაილოვკაში.
გენშტაბის ინფორმაციით, მიყენებული ზიანის მასშტაბი და დარტყმების საბოლოო შედეგები ამჟამად ზუსტდება.