საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების ამკრძალავი კანონი დაბლოკა. ამის შესახებ France 24.
საბჭომ მიიჩნია, რომ კანონი არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლებას, ასევე არასაკმარისად განსაზღვრავს ასაკის გადამოწმების პირობებსა და პირადი ცხოვრების დაცვის გარანტიებს.
საფრანგეთის პარლამენტმა კანონი ივლისში დაამტკიცა. მისი ამოქმედება 1 სექტემბრიდან იგეგმებოდა და 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების ანგარიშების შექმნას აუკრძალავდა, ხოლო უკვე არსებულ ანგარიშებს პლატფორმები ოთხი თვის განმავლობაში დახურავდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მთავრობისგან კანონის ახალი, კონსტიტუციასთან შესაბამისი ვერსიის მომზადება მოითხოვა