ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო.
"დღეს დილით, ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო.
ჩვენ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ვიცავთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას და მზად ვართ, წარმოქმნილ საფრთხეებს ვუპასუხოთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო.