ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მისიაში მყოფმა გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შესული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Reuters წერს
ამის შემდეგ ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიმდებარე რეგიონებისთვის გამოცხადებული საჰაერო საფრთხის განგაში გააუქმეს.
ლატვიის ხელისუფლებას დრონის ტიპისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ფინეთმა, ევროკავშირისა და ნატო-ს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდა ავიაციისა და საზღვაო მიმოსვლის ზონები. ქვეყნის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ქმედება შესაძლო დრონებისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომის სახით განხორციელდა.