უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევჰენი ხმარამ ნოვოროსიისკში უკრაინის სამხედრო ოპერაციას უნიკალური უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ომის მანქანის მწყობრიდან გამოყვანას გააგრძელებს.
ხმარას თქმით, უკრაინული ძალები გაანადგურებენ რუსეთის ინფრასტრუქტურას, ფლოტს, ლოგისტიკურ ობიექტებს, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებსა და საწარმოებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება.
მისი განცხადებით, ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა კომბინირებული დარტყმა რაკეტებით, რეაქტიული დრონებითა და საზღვაო უპილოტო სისტემებით.
ხმარამ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინული დამრტყმელი საშუალებების სინქრონული მოქმედების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა.
„ეს ერთობლივი ძალისხმევისა და სინერგიის შედეგია, რომელიც თავდაცვის ძალებში ძლიერდება.
რუსეთზე deep strike-ის [მოწინააღმდეგის ზურგში, ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე სამიზნეებზე დარტყმა] გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავარსარდალ დრაპატისთან, გენშტაბთან, უპილოტო სისტემების ძალებთან, უკრაინის უსაფრთოების სამსახურთან, თავდაცვის ძალების სხვა შემადგენელ ნაწილებთან და იარაღის მწარმოებლებთან ერთად ამ ზეწოლას გავაძლიერებთ“, - განაცხადა ხმარამ.
ცმნობისათვის, 12 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზას დაარტყეს. შედეგად ოთხმა რუსულმა სამხედრო ხომალდმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.