ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით მასირებული იერიში განხორციელდა. ამის შესახებ სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა.
მისი თქმით, 30-ზე მეტი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს, ქალაქში კი ხანძრები გაჩნდა.
მანამდე, სამშაბათს გვიან საღამოს, რაზვოჟაევი აცხადებდა, რომ თითქოს 21 დრონი იყო ჩამოგდებული. ასევე იუწყებოდა სევასტოპოლის სხვადასხვა რაიონში ხანძრების გაჩენის შესახებ.
საოკუპაციო ხელისუფლების ცნობით, ღამით „განსაკუთრებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები ბალაკლავის რაიონში“ მიმდინარეობდა