უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად 73 წლის იურისტი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია.
ბაკას უნგრეთის ახალ პრეზიდენტად არჩევას 140-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო.
ყოფილმა მმართველმა კოალიციამ „ფიდესმა” წინასწარ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
72 წლის ანდრაშ ბაკამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ტომაშ შუიოკი შეცვალა, რომელმაც პოსტი გასულ თვეში დატოვა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რაც მის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებდა.
უნგრეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი 18 ივლისს მოაწერა.