რუსეთში, კომსომოლსკ-ნა-ამურში „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, კომსომოლსკ-ნა-ამურში, 11 აგვისტოს „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე კომსომოლსკ-ნა-ამურის მცხოვრებლებმა ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ შეტყობინებების გავრცელება დაიწყეს.
ASTRA-მ თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული კადრები გააანალიზა და დაადგინა, რომ ხანძარი „როსნეფტის“ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
რუსულმა გამოცემა ТАСС-მა, საწარმოს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ასევე გაავრცელა ინფორმაცია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის შესახებ. ქარხნის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელისა და საზღვაო საწვავს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.