კოლუმბიაში ზლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მისმა სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდად შეადგინა.
„ჩვენ ახლახან ძლიერი სეისმური მოვლენა განვიცადეთ. გვაშფოთებს განმეორებითი ბიძგების საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრი ქალაქ სან-ხოსე-დელ-პალმარში იყო, რეგიონის დედაქალაქ კიბდოში არიან დაშავებულები და შენობები სერიოზულად დაზიანდა. ამჟამად ზარალს ვაფასებთ“, - განაცხადა ჩოკოს გუბერნატორმა ნუბია კორდობა-კურიმ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩოკოს დეპარტამენტში ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
მიწისქვეშა ბიძგები მხოლოდ ჩოკოს დეპარტამენტში არ უგრძნიათ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები კალდასის დეპარტამენტის დედაქალაქ მანისალესიდან. კადრებში ჩანს, როგორ ძლიერად ირყევა შენობები და როგორ ინგრევა ქალაქის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი კოშკი. მედიის ცნობით, მანისალესში საკათედრო ტაძარიც დაზიანდა.
ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.