უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდეარე ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ჯერჯერობით დაუდასტურებელი ფოტოები და ვიდეომასალა ახლავს, რომლებიც, სავარაუდოდ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაიღეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
რუსული მონიტორინგის არხები ამ ეტაპზე მხოლოდ ნიჟნეკამსკის რაიონში დრონების გამოჩენას ადასტურებენ.
თავდასხმის შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისგან შედგება. მათ უკრაინული დრონები არაერთხელ დაესხნენ თავს ან თავდასხმას ცდილობდნენ. ბოლოს ასეთი შემთხვევა 8 ივლისს მოხდა.
ამასთან, საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა ჩუვაშეთში, ყირიმსა და მოსკოვის ოლქში. მონიტორინგის არხები ასევე იუწყებიან კრასნოდარის მხარის თავზე მოძრავი დრონების შესახებ.