უკრაინული მედიის ცნობით, 8 აგვისტოს ღამით რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმები განხორციელდა.
მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, დრონების დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მანამდე იქ აფეთქებების ხმები ისმოდა.
რეგიონში როგორც დრონების, ისე სარაკეტო საფრთხე იყო გამოცხადებული.
ამ დროისთვის რუსეთის ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შედეგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, მონიტორინგის წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ.
სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამარის ოლქში მდებარეობს და ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი საწარმოა. ქარხანა, მათ შორის, საავტომობილო და საზღვაო საწვავს აწარმოებს. მისი წლიური სიმძლავრე დაახლოებით 8,9 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს.
სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე თავდასხმა 4 აგვისტოსაც განხორციელდა.