უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, აგრძელებს მოლაპარაკებებს SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკთან რუსეთში სამიზნეების, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით Starlink ქსელის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეკითხვაზე მართალია თუ არა, რომ ფედოროვი ილონ მასკთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა მისცემოდა Starlink-ის გამოყენებით.
„დიახ, ინფორმაცია საჯარო იყო... ჩვენ მასკთან კავშირს ვინარჩუნებთ, ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ. ახლა ეს რთული ამოცანაა - როგორ მივაღწიოთ იმ შედეგს, რომლის მიღწევაც ამ დიალოგში გვჭირდება,“ - განაცხადა მან.
ფედოროვმა გაიხსენა, რომ მასკთან მისმა მოლაპარაკებებმა ხელი შეუწყო უკრაინის ტერიტორიაზე რუსებისთვის Starlink-ის გამოყენების შეზღუდვას, რადგან იმ პერიოდში ეს უკრაინისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა - სატელიტურ ინტერნეტს რუსეთი „შაჰედების“ დრონებისთვის იყენებდა.
„ახლა მოლაპარაკებები გრძელდება. ყველა დეტალს ვერ გავამხელ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა მან.