ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან უკრაინის დაცვის საკითხი განვიხილეთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტ იონას გარ სტიორესთან უკრაინის რუსეთის დარტყმებისგან დაცვის საკითხი განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სტიორეს გააცნო მომავალი ანტიბალისტიკური სისტემის FREYJA-ს პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მომდევნო ნაბიჯების გრაფიკი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ სამუშაოში ნორვეგიელი წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
„ასევე შევათანხმეთ ჩვენი საქმიანობა აგვისტოსთვის. ველოდებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებს მივაღწევთ“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ასევე განიხილა რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან უკრაინის დაცვის საკითხი.
„მადლობელი ვარ ნორვეგიის, როგორც საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების მზადყოფნისთვის, ისე იმ პარტნიორებთან მუშაობისთვის, რომლებსაც შესაბამისი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები აქვთ. ვცდილობთ, ყველა პროცესი მაქსიმალურად დავაჩქარო, ჩვენი ხალხის დაცვის შესაძლებლობები ყოველდღიურად არის საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.