ნატო-ში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ.
მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 აგვისტოს, ოთხშაბათის ღამით, გერმანიის აეროპორტში, უკრაინული თვითმფრინავის სიახლოვეს, აღმოჩენილი იყო დრონი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით იყო აღჭურვილი.
„ჩვენთვის ცნობილია ეს ინციდენტი“, - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, შემთხვევის გამოძიებას გერმანიის ხელისუფლება აწარმოებს.
ამასთან, გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი შვებულებას ნაადრევად წყვეტს და ბერლინში ბრუნდება.
დობრინდტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსაც მიაწოდა.
შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.