ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის ჭირდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემს მეგობარს და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ალეკო
ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის ჭირდება.
ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს, ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი! ალეკოს დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამარლო. არ გამოვა ეგ საქმე.
ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!
თავისუფლება ალეკო ელისაშვილს!" - წერს კუპრაძე.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.