უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებს საკუთარი წარმოების იარაღით ახორციელებს და კვლავ მოუწოდა კრემლის ლიდერს ომის შეჩერებისკენ.
ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
„პუტინი არა მხოლოდ შეცდა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო. მან ისტორიული შეცდომა დაუშვა. და ყოველ თვეში, როდესაც ის უარს ამბობს ამის აღიარებაზე და ომის შეჩერებაზე, მდგომარეობა მისთვის და მისი რეჟიმისთვის მხოლოდ უარესდება.
ნებისმიერ მომენტში პუტინს აქვს გამოსავალი ამ სიტუაციიდან - უბრალოდ უნდა უბრძანოს თავის საოკუპაციო ძალებს, შეწყვიტონ ცეცხლი და დაასრულონ ომი,“ - წერს სიბიჰა.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მოსკოვისა და რუსეთის სხვა რეგიონების წინააღმდეჰ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ 100%-ი უკრაინული წარმოების იარაღით ხორციელდება..
„უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს. პუტინის პროპაგანდა ყოველთვის ეუბნებოდა რუს ხალხს, რომ ისინი მთელ „კოლექტიურ დასავლეთს“ ებრძვიან და არა მხოლოდ უკრაინას. ამით პუტინის დამცირების დამალვა და იმის ახსნა იყო საჭირო, თუ რატომ გრძელდება ეს ომი პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს. ომი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, არ არსებობდა და წლების წინ უნდა ჩამოშლილიყო“, - წერს სიბიჰა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ რუსეთის პროპაგანდა წლების განმავლობაში ამტკიცებდა, თითქოს რუსეთი ებრძვის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ „კოლექტიურ დასავლეთს“, რაც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ვლადიმირ პუტინის დამარცხების შენიღბვას და იმის ახსნას, რატომ გრძელდება ომი იმაზე დიდხანს, ვიდრე პირველი მსოფლიო ომი.
მისივე თქმით, ეს ომი იმ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლის მტკიცებითაც უკრაინა დიდი ხნის წინ უნდა დაშლილიყო.