უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადება, რომელიც მან 28 მაისს კვიპროსზე გააკეთა და რომლის მიხედვითაც, რუსეთის მუქარების შემდეგ უკრაინა მხოლოდ აშშ-ის საელჩომ დატოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უკრაინა არ დაუტოვებია, მიუხედავად კაია კალასის საპირისპირო განცხადებისა.
„ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს წასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს დილით, 28 მაისს, კაია კალასმა კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კრემლის მუქარების შემდეგ უკრაინა მხოლოდ ამერიკის საელჩომ დატოვა.
„რაც გუშინ უკრაინისგან მოვისმინეთ, ის იყო, რომ ყველა საელჩო დარჩა, ერთის გარდა. ასე რომ, ესეც გამბედაობას მოითხოვს იმ საელჩოებისგან. დიახ, ყველა ევროპული ქვეყანა დარჩა, ამერიკა კი წავიდა“, - განაცხადა კაია კალასმა.