ხშირია შემთხვევა, როცა პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეზე. სამწუხაროდ უჯერებენ პოლიციელებს და არ უჯერებენ მოქალაქეებს! - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატი გორში, პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის მომხდარ ფაქტს ეხმიანება.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, თუ ძალადობის ვიდეო არ არსებობს, მოქალაქე ხშირად განწირულია.
"ხშირია შემთხვევა, როცა პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეზე. სამწუხაროდ უჯერებენ პოლიციელებს და არ უჯერებენ მოქალაქეებს!
თუ ძალადობის ვიდეო არ არსებობს, მოქალაქე ხშირად განწირულია!!!
ობიექტურად უნდა შეფასდეს რომელი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა სანდო და დამაჯერებელი.
უნდა მოხდეს ჩვენებების ობიექტური ანალიზი.
დაუშვებელია ბრმად ენდო პოლიციელის ჩვენებას მხოლოდ მისი სტატუსის გამო!
ადვოკატები წლებია ვიბრძვით ამ მახინჯი პრაქტიკის წინააღმდეგ!
სანამ ეს მანკიერება არ შეიცვლება, ზოგიერთი პოლიციელი არ შეწყვეტს მოქალაქეთა მიმართ ძალადობას", - წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.