დღეს გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, პროტესტი ცოცხალია, ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
„ირაკლი კობახიძე და ეს ნაძირალები უნდა გადადგნენ, მათი გადადგომა მნიშვნელოვანია, რათა დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და მალე გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ახლა მივდივართ რუსთაველისკენ, პარლამენტის შენობასთან შევიკრიბებით,იქ იქნება სიტყვით გამოსვლები. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, არანაირი პროვოკაცია არ მოაწყონ.
ჩვენ ვართ ათიათასობით, ჩვენ გეგმას ვეტყვით მოქალაქეებს და ვიქნებით ერთად ბრძოლაში, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, ეს მიზანი აუცილებლად მიიღწევა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს“, - განუცხადა თენგო თევზაძემ "ტვ პირველს".