„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პოლიციამ მათ ტექნიკით დატვირთული მანქანა წაართვა.
„მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!
მიდით, მიაწექით „ქოცებო“! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო!“ - ნათქვამია ნიკა გვარამიასას განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსის წევრებს განუმარტა, მათ მიერ დაკორექტირებული განცხადება შსს-ში გუშინ შევიდა და უწყებას მის განსახილველად 5-დღიანი ვადა აქვს. შესაბამისად დღეს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციას ტექნიკის განთავსების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდება.