მექსიკის ხელისუფლება დათანხმდა FIFA -ს თხოვნას, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ქვეყანაში ირანის ეროვნული ნაკრების განთავსების შესახებ. იუწყება The Guardian.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საფუძველი უარი თქვას ირანელი ფეხბურთელების დროებით განთავსებაზე.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის, მეჰდი ტაჯის განცხადებით, ნაკრების ბაზა აშშ-ის არიზონის შტატიდან მექსიკის სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში გადაიტანეს.
ირანის ნაკრების მონაწილეობა ტურნირზე თავდაპირველად საფრთხის ქვეშ იყო აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ირანის მონაწილეობისა, თუმცა უსაფრთხოების საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გაიმართება. ირანის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან, ეგვიპტესთან და ახალ ზელანდიასთან ითამაშებს, ხოლო მატჩები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩატარდება.