ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.
"გუშინ ღამით პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი მქონდა ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ეხება, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მომავალი მოლაპარაკებების შესახებ.
მე გამოვხატე პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ღრმა მადლიერება ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ურყევი მხარდაჭერისთვის, მათ შორის ოპერაციების - ლომის ღრიალისა“ და „ეპიკური მრისხანების“ დროს, როდესაც ამერიკული და ისრაელის ძალები მხარდამხარ იბრძოდნენ ირანული საფრთხის წინააღმდეგ.
პრეზიდენტ ტრამპთან ერთად შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს. ეს ნიშნავს ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტების დემონტაჟს და გამდიდრებული ბირთვული მასალის მისი ტერიტორიიდან გატანას.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დაადასტურა ისრაელის უფლება, დაიცვას თავი ყველა მიმართულებით არსებული საფრთხეებისგან, მათ შორის ლიბანში.
ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა, რომელიც ბრძოლის ველზეც დადასტურდა, დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ჩემი პოლიტიკა, ისევე როგორც პრეზიდენტ ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება", - წერს ნეთანიაჰუ.