საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ იერიშებს გმობს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თავდასხმა ომის ჩიხში შესვლაზე მიუთითებს.
"რუსეთის იერიშები უკრაინაში კვლავაც სამოქალაქო ობიექტებს აზიანებს, როგორც ეს ამ ღამითაც მოხდა.
საფრანგეთი ამ თავდასხმას მკაცრად გმობს, ასევე გმობს „ორეშნიკის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც, უპირველესად, მიუთითებს რუსეთის აგრესიული ომის ჩიხში შესვლასა და ესკალაციაზე.
ჩვენი გადაწყვეტილება - გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ყველაფერი გავაკეთოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, კიდევ უფრო მტკიცდება", - წერს მაკრონი.