უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ღამით რუსეთის იერიშების შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა, აღნიშნა, რომ დაშავებულ ყველა პირს დახმარება გაეწევა.
„ყველას, ვინც ამ დარტყმის შედეგად დაშავდა, გაეწევა დახმარება. ეს ჩვენი ვალდებულებაა და სახელმწიფო მას შეასრულებს. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ადგილზე მუშაობს დარტყმების შემდეგ, რათა დაეხმაროს ჩვენს ხალხს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დღის დასაწყისიდან სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, ღამის იერიში განსაკუთრებით მძიმე იყო - გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტიპის 90 რაკეტა, მათგან 36 ბალისტიკური, ასევე 600 დრონი. მისივე მისი განცხადებით, ყველაზე მეტი დარტყმა კიევში დაფიქსირდა და სწორედ უკრაინის დედაქალაქი იყო ამ შეტევის მთავარი სამიზნე.
მისივე შეფასებით, რუსული მხარის მოქმედებები არანორმალურია და მიზანმიმართულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
„პუტინი უკვე სიტყვა ‘ურა’-საც კი ნორმალურად ვეღარ წარმოთქვამს - ენა ებმის, მაგრამ მაინც თავისი რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებში მშვიდობიან მოსახლეობას. სამი რუსული რაკეტა წყლის მომარაგების ობიექტის წინააღმდეგ, გადაწვა ბაზარი, დააზიანა ათობით საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ჩვეულებრივი სკოლა. გაუშვა თავისი ‘ორეშნიკი’ ბილა ცერკვაზე. რეალურად არანორმალურები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვეს“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.